четверг, 11 августа 2011 г.

პროექტის სახელი: მე-ტოლერანტი





პროექტის მიზანი: სხვისი განსხვავებულობის დაფასება და მათი მიღება, შეთავაზება და გაზიარება თითოეული ჩვენგანის უნიკალურობისა.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ყოველდღიურად სოციალური პრობლემებისა და ძალადობის ზეგავლენას განიცდიან. შეინიშნება ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ნაკლებობა. სასკოლო ცხოვრებაში ფასეულობითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სწავლებისათვის ხელშეწყობა ამ პრობლემის მოგვარების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა.

ტოლერანტობა ფასეულობაა, რომელიც ნიშნავს: დავაფასოთ და მივიღოთ თითოეული ჩვენგანი ისეთი, როგორიც არის; რომ ჩვენ ვართ უნიკალურები და თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია რაღაც ისეთი, რაც შეგვიძლია ერთმანეთს შევთავაზოთ და გავუზიაროთ.

მოსწავლეები ადამიანს შეადარებენ ცისარტყელას, გაიაზრებენ, რომ კაცობრიობა ცისარტყელას მრავალფეროვნებით ჰგავს. მოიძიებენ ლიტერატურას განსხვავებული კულტურიდან, გამოყოფენ თითოეული ქვეყნის თუ კულტურის ხასიათსა და მსგავსებას, გამართავენ მსჯელობას, მაგალითად, თუ როგორ იყო ნაჩვენები სიმამაცე, სიყვარული, მეგობრობა და .შ.

მონაწილეთა ასაკი: 8–15 წელი

ვადები/ ხანგრძლივობა: ნებისმიერი 2 თვე (სასწავლო წლის განმავლობაში)

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, შეაგროვებენ დამატებით მასალებს სხვადასხვა კულტურის შესახებ( ეროვნული დღესასწაულები, ეროვნული სამზარეულო, ეროვნული კოსტიუმები...), გაიხსენებენ იმ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

შეადარებენ და გააანალიზებენ, რომ თითოეული კულტურა და რასა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ყოველი ფერი ცისარტყელასათვის; დაამზადებენ და დახატავენ თითოეული კულტურის წარმომადგენელს, შექმნიან ეროვნულ სამოსის ესკიზებს; მოაწყობენ გამოფენებს, მოახდენენ ცისარტყელას პრეზენტაციას.

სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან სხვადასხვა ერის კულტურას, გააანალიზებენ ფასეულობითი განათლების მნიშვნელობას.

სამუშაო ენა: ქართული


მონაწილეები სხვა სკოლიდან:
შესაძლებელია დავუკავშირდეთ საქართველოში არსებულ სკოლებს ( სომხური, აზერბაიჯანული)

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მშობლიური ენა, ხელოვნება, მუსიკა, ისტ–ი

მშობლიური ენა : მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან (ლექსებს, მოთხრობებს ),შეაგროვებენ დამატებით ინფორმაციას სხვადასხვა კულტურის შესახებ.
ხელოვნება : ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობისას წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა ; ფოტოების , ნახატების გამოფენა - პრეზენტაცია ; სილუეტების თეატრის პერსონაჟების მომზადება; სპექტაკლის ჩვენება ტოლერანტობის თემაზე.






მუსიკა : გაეცნობიან სხვადასხვა ერის კულტურას ( მუსიკა , ცეკვა )


პროექტის ფასილიტატორი: ვერიკო სომხიშვილი

ფასილიტატორის ფოსტა: verka39@gmail.com